ქარტიის პრიზი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ "ქარტიის პრიზი 2017-ის" გამარჯვებულები დააჯილდოვა. ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია შემდეგი ნამუშევრები:

ქარტიისა და იუნისეფის სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა ქრისტინე შანავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, გადაცემაში "პირადი ექიმი-მარი მალაზონია" განხორციელებული პროექტისთვის "მშობლის დღიური", რომელიც შშმ ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირებას უწყობდა ხელს.

ოთხ კატეგორიაში კონკურსი IREX-ის  მხარდაჭერით გამოცხადდა, ხოლო პრიზი ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისთვის დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.
საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ 2016 წლის საუკეთესო ნამუშევრები 5 ნომინაციაში გამოავლინა:

ქალთა უფლებების მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემის წარმოჩენაში ქარტიის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სპეციალური პრიზი გადაეცა აიდა მირმაკსუმოვას სტატიისთვის "საქართველოში გოგონათა წინადაცვეთის ფაქტები გამოვლინდა" (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი) ჟიურის გადაწყვეტილებით, წელს პრიზი არ გაიცა ნომინაციაში "საუკეთესო ვიდეორეპორტაჟი" ქარტიის პრიზის მოსაპოვებლად კონკურსი 1 ნოემბერს გამოცხადდა. ერთი თვის ვადაში საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა ყველა მსურველს შეეძლო. მასალის შეფასებისას ჟიური ყურადღებას ამახვილებდა შემდეგ ფაქტორებზე:
  • თემის აქტუალობა/მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი
  • თხრობის სტილი და ტექნიკა/ინფორმაციის გადმოცემის ხერხების მრავალფეროვნება
  • ინფორმაციის წყაროთა მრავალფეროვნება
  • ინფორმაციის სიზუსტე
  • ფაქტებისა და მოსაზრებების გამიჯვნა
  • მხარეთა ბალანსი
  • სიძულვილის ენისა და შეუფერებელი ლექსიკის უარყოფა/ გამოუყენებლობა
  • სიუჟეტების და მულტიმედია პროექტის შემთხვევაში ასევე დრამატურგია, ამბის თხრობის ტექნიკა და ვიზუალური მხარე
ოთხ კატეგორიაში კონკურსი  IREX-ის პროექტის მხარდაჭერით გამოცხადდა, ხოლო პრიზი "ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისთვის" დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.

საუკეთესო სტატია

ზურა ვარდიაშვილი, გიორგი ჭეიშვილი - ლიბერალი "ხეობა ჩრდილში"

საუკეთესო სტატია

ზურა ვარდიაშვილი, გიორგი ჭეიშვილი - ლიბერალი "ხეობა ჩრდილში"

სოფელი დუისი.

პანკისის ხეობა. შუადღის 13:30 საათი. პარასკევის ლოცვა.  მართკუთხა ფორმის მეჩეთს წითელი აგურითა და შავი ქვებით ნაგები მინარეთით შორიდანვე გამოარჩევთ. კოსტიუმში გამოწყობილი, მეტწილად შუახნის და ასაკოვანი მამაკაცები მეჩეთისკენ მიიჩქარიან.

ფეხშიშველი მორწმუნეები ნოხზე იჩოქებენ, პირით მექისკენ, ლოცვის რიტუალი არაბულ ენაზე, მკაცრი წესრიგით მიმდინარეობს, მამაკაცები  მუხლებზე  სინქრონულად ეცემიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტესობას ლოცვის ენა არ ესმის, სიტყვებს შთაგონებით წარმოთქვამენ. ჩვენს დაკვირვებულ მზერას და ფოტოაპარატის ჩხაკუნს არცერთი არ იმჩნევს - იმამმა საგანგებოდ ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა და ფოტოგრაფ ქალს ლოცვაზე დასწრების ნება დართო.

იხილეთ სრულად

საუკეთესო ვიდეორეპორტაჟი

სალომე ცეცხლაძე - სტუდია "მონიტორი"

სარეზერვო ფონდის ბუნდოვანი პრიორიტეტები

საუკეთესო რადიორეპორტაჟი

ეკა ქევანიშვილი - რადიო "თავისუფლება" საქართველოს იეზიდები

შვიდმილიარდიან მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა მიწაზე გაფანტული, დაახლოებით, ერთი მილიონი იეზიდი ცხოვრობს. მათი ერთი ნაწილია საქართველოს იეზიდებიც - ჯერ არ ვიცით, რამდენი დარჩნენ, რადგან საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის საბოლოო შედეგები ამ დრომდე არ გამოქვეყნებულა. ვიცით 2002 წლის მოსახლეობის აღწერის სტატისტიკა, რომლის თანახმად, მათი რაოდენობა ქვეყანაში 19 000-ს აღემატებოდა. დღეს საქართველოში მცხოვრებ იეზიდებს აქვთ ერთი ადგილი თბილისში, - თავიანთი სამლოცველო და იეზიდთა სახლი, - სადაც თავმოყრა შეუძლიათ და სადაც საკუთარი იდენტობის, ენის, რელიგიის შენარჩუნებასა და გადარჩენაზე ზრუნავენ - გადარჩენაზე, რადგან რაც დრო გადის, ამ ხალხის ასიმილაციის საფრთხე ყოველდღიურად იზრდება.

მოუსმინეთ სრულად

საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება

ცქრიალა შერმადინი - სტუდია "მონიტორი" ნაპატიები მილიონები

ბავშვთა საკითხების საუკეთესო გაშუქება

ნინო კახიშვილი - ნეტგაზეთი რას ვასწავლით შვილებს
  • – რას გეუბნებიან მშობლები, თუ დაბალ ნიშანს იღებ სკოლაში?

  • – დედა უფრო მიბრაზდება ხოლმე. უნდა, რომ კარგი ნიშნები გამომყვეს. მამას ნიშნებს არ ვეუბნები, არც თავად მეკითხება – ამბობს მესამეკლასელი ნიკო.

ნიკოს დედა ფიქრობს, რომ მისი შვილი ზარმაცია და თავად დიდი ძალისხმევა უწევს იმისთვის, რომ შვილმა გაკვეთილი მოამზადოს.

იხილეთ სრულად
  • "ქარტიის პრიზი" ნომინაციაში საუკეთესო სტატია/ნარკვევი
გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრი "შსს-ს მიერ ტერორისტად გამოცხადებული მიკაილ კადიევის საქმე"
საქართველოს ხელისუფლება აპირებს რუსეთის პროკურატურას გადასცეს დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტი, 32 წლის მიკაილ კადიევი.