10.10.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და მთავარი პროკურატურისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ 2018 წლის 10 ოქტომბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის, ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტი.
18.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება “ლიბერალის” რედაქტორზე, ზურა ვარდიაშვილზე თავდასხმის ფაქტს. მისი თქმით, 15 სექტემბერს საღამოს 5-6 კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს (რაც ძალადობას გულისხმობს). მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან რამდენიმე დღე გავიდა, გამოძიებას საზოგადოებისთვის კონკრეტული შედეგი არ უცნობებია.

18.09.2018
2018 წლის 15 სექტემბერს, ,,ლიბერალის“ რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს რამდენიმე პირი ფიზიკურად გაუსწორდა. პოლიციის თქმით, თავდამსხმელები იდენტიფიცირებულები არიან, თუმცა ამ დრომდე შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა - არავის აქვს ბრალი წარდგენილი და ზურაბ ვარდიაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

11.09.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია “იბერიის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ტელეკომპანიის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ არხზე ხორციელდება ხელისუფლების ზეწოლა დამფინანსებელი კომპანიისთვის პრობლემების შემქმნით.
03.09.2018
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ათეულობით თანამშრომელს მიუვიდა შეთავაზება, რომლის თანახმადაც ან უნდა მოხდეს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, ან შეწყდეს შრომითი ურთიერთობა მათთან. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული შეთავაზება არის დაუსაბუთებელი და შესაძლოა მიზნად ისახავდეს ათეულობით ადამიანის სამსახურიდან გათავისუფლებას. საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო განვითარებული მოვლენები არაერთ კითხვას აჩენს, რომელსაც პასუხი არც გავრცელებული განცხადებით გაეცა.
20.07.2018
მოგმართავთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად და წარმოგიდგენთ მოსაზრებებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტების პროექტთან დაკავშირებით:

1. არ ჩანს აღნიშნული დოკუმენტი ეყრდნობა თუ არა რაიმე კვლევას, განსხვავებით დღეს მოქმედი 2015-2016 წლების პროგრამული პრიორიტეტებისგან, რომელიც მომზადებული იყო კვლევის საფუძველზე.

21.06.2018
,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ მიუღებელ და საფრთხისშემცველ პრეცედენტად აფასებს პირველი არხის მენეჯმენტის მხრიდან ხორავას ქუჩის ტრაგედიის შესახებ ,,გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებული ფილმის ეთერში გასვლისთვის წარმოებულ პროცედურებს.

21.06.2018
პირველ რიგში, გვინდა მივესალმოთ ინიციატივას, რომელიც საქართველოში მედია წიგნიერების განვითარების საკანონმდებლო საფუძველს ქმნის და საქართველოს კომუნიკაციის ეროვნული კომისიის მზაობას, ითანამშრომლოს სხვადასხვა ორგანიზაციებთან მედია წიგნიერების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.

24.05.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მედიის და ზოგადად გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის სამღვდელოებას და ყველა მოქალაქეს, “ვისთვისაც ღირებულია ეკლესია”, “რუსთავი 2-სთვის” ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.

20.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ტელეკომპანია „ობიექტივის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ჟურნალისტები პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ. მათი თქმით, უკანონო მშენებლობის თემაზე მუშაობისას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ჟურნალისტსა და ოპერატორს.