უფროსკლასელებისთვის მედიაწიგნიერების სემინარი გაიმართა

კატეგორია : ტრენინგები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 17- 18 ნოემბერს გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად გამართა მედიაწიგნიერების სემინარი XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის. სწავლებისას გამოყენებული იყო მედიაწიგნიერების სახელმძღვანელო, რომელიც შემუშავდა გაეროს ბავშვთა ფონდის კოსოვოს ოფისის მიერ შედგენილი პროგრამის PONDER-ის ადაპტირების შედეგად. სახელმძღვანელოს ქართული ვერსია მომზადდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის მხარდაჭერით და მედია ექსპერტთა ჯგუფის მონაწილეობით. ორდღიან ტრენინგს ნათია კუპრაშვილი და ნინო დანელია უძღვებოდნენ.
ტრენინგისას მოსწავლეებმა განიხილეს როგორ ანიჭებს ადამიანი სხვადასხვა მნიშვნელობას მოვლენას, საკითხს, მონაცემს თუ ინფორმაციას; როგორ იცვლება ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად მედია და მისი ურთიერთკავშირი აუდიტორიასთან. რა გავლენა აქვს სურათებს მოვლენათა აღქმისას, როგორ შეიძლება ფოტოები იქნას გამოყენებული მანიპულაციისთვის და როგორ ცვლის კონტექსტი, დრო, ადგილი, სოციალური გარემო ერთი და იმავე კადრის აღქმას.

ტრენინგში მონაწილეობდნენ, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ღია კონკურსით შეირჩნენ.