ქარტიის პრიზი 2017-ის გამარჯვებულები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ "ქარტიის პრიზი 2017-ის" გამარჯვებულები დააჯილდოვა. ჟიურიმ საუკეთესოდ მიიჩნია შემდეგი ნამუშევრები:

ქარტიისა და იუნისეფის სპეციალური სერთიფიკატი გადაეცა ქრისტინე შანავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, გადაცემაში "პირადი ექიმი-მარი მალაზონია" განხორციელებული პროექტისთვის "მშობლის დღიური", რომელიც შშმ ბავშვების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმის შემცირებას უწყობდა ხელს.

ოთხ კატეგორიაში კონკურსი IREX-ის  მხარდაჭერით გამოცხადდა, ხოლო პრიზი ბავშვთა საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისთვის დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.