ქარტია 14 ივნისს 2 საქმეს განიხილავს

კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 14 ივნისს ორ საქმეს განიხილავს:
19:00 საათზე პაატა ლაგვილავა -  ნონა ქვლივიძისა და აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ. განცხადების თანახ
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 14 ივნისს ორ საქმეს განიხილავს:
  1. 19:00 საათზე პაატა ლაგვილავა -  ნონა ქვლივიძისა და აკაკი გოგიჩაიშვილის წინააღმდეგ. განცხადების თანახმად, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ეთერში 2016 წლის 12 მარტს  გადაცემა "ბიზნეს კურიერში" გავიდა სიუჟეტი "ნეპოტიზმი სამეგრელოში", რომელიც არასწორ ინფორმაციას შეიცავდა. პაატა ლაგვილავას მტკიცებით, ნონა ქვლივიძემ და აკაკი გოგიჩაიშვილმა "განზრახ დაამახინჯეს ფაქტები და საზოგადოებას მცდარი ინფორმაციის ნამდვილობაში არწმუნებდნენ". შესაბამისად, განმცხადებლის აზრი, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).
  2. 20:00 საათზე  ირაკლი მანაგაძე ლევან გოგორელიანისა და თემო მჟავიას წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 2016 წლის 23 აპრილს ეთერში გასული გადაცემა "ბინა 18" შეიცავდა სიძულვილის ენას და ახალისებდა დისკრიმინაციას ლგბტ ადამიანების მიმართ. ირაკლი მანაგაძის აზრით დარღვეულია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც დისკრიმინაციას კრძალავს.
საქმეები საჯარო სხდომაზე განიხილება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაესწროს.