2 სექტემბრის სხდომის ანონსი

კატეგორია : ანონსი;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 სექტემბერს 4 საქმეს განიხილავს:

1. 12:00 საათზე - ელენე მაკარიძე გელა მამულაშვილის წინააღმდეგ

 

სადავო მასალა: „როდემდე უნდა იყოს ქართველი მომხმარებელი დაუცველი“ გაზეთ „ქრონიკა პლუსში“ გამოქვეყნდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებული სტატიით დაირღვა ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) პრინციპები.

 

2. 13:00 საათზე - ბექა ქირია გიორგი ფუტკარაძის წინააღმდეგ

სადავო მასალა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2017 წლის 25 მარტს გავიდა და ბრიუსელის ტერაქტს ეხებოდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გასული სიუჟეტით დაირღვა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპები.

3. 14:00 საათზე - „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ნატა ტაბიძის წინააღმდეგ

2017 წლის 14 ივნისს  „იმედის დილაში“ გასული სიუჟეტით, რომელიც ბავშვის თვითმკვლელობის ფაქტს აღწერს, თემა კი ბულინგს ეხება,  განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მიერ დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (ფაქტის მიჩქმალვა) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპები.

4. 16:00 საათზე - კავშირი „საფარი“ მაია ასათიანის წინააღმდეგ

განმცხადებელი მიიჩნევს რომ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში გასული გადაცემით „პროფილი“, წამყვანმა დაარღვია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომელიც ეხება დისკრიმინაციას. გადაცემა ეთერში 2017 წლის 15 ივნისს გავიდა და ეხებოდა ქალის ისტორიას, რომელიც თავს სექსმუშაკობით ირჩენს.

სხდომა საჯაროა და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.