გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე – თბილისის მერი გიორგი გაბუნიას და მაია ლომიძის წინააღმდეგ
21.04.2017

განმცხადებელი : დავით ნარმანია;
მოპასუხე : გიორგი გაბუნია;
პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება საქმეზე N 125
01 აპრილი, 2017 წელი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ნარმანია და ქალაქ თბილისისმუნიციპალიტეტის მთავრობა გიორგი გაბუნიას და მაია ლომიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თაზო კუპრეიშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე.

განმცხადებელი: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ნარმანია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა

მოპასუხე: გიორგი გაბუნია და მაია ლომიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ნარმანიამ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ 2017 წლის 12 თებერვალს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, გადაცემა „კურიერი P.S.-ში“ გასულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა თბილისში არსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების კეთილმოწყობის პრობლემას, დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი,   მე-3,  მე-7 და მე-11 პრინციპი.  გადაცემის წამყვანი იყო გიორგი გაბუნია, სიუჟეტის ავტორი კი – მაია ლომიძე.

საქმის განხილვის დროს სხდომას დაესწრნენ განმცხადებლის წარმომადგენელები, მოპასუხე გიორგი გაბუნია სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია, ხოლო მაია ლომიძე განცხადებას კომენტარით გამოეხმაურა სოციალურ ქსელ FACEBOOK-ში. სხდომის დროს პირველი, მე-7 და მე-11 პრინციპების ჭრილში მოპასუხე ჟურნალისტად დაზუსტდა გიორგი გაბუნია, ხოლო მე-3 პრინციპის მიმართ – მაია ლომიძე.

სამოტივაციო ნაწილი: 

როგორც აღინიშნა, სადავო სიუჟეტი ეხებოდა  თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემას. ნაჩვენები იყო, რომ რიგი მათგანი საერთოდ არ ფუნქციონირებს და ანტისანიტარიის წყაროდ არის ქცეული.

საბჭოს მიერ გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები:

  1. სიუჟეტის ავტორი დაეყრდნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას რომლის თანახმად:
    • საპირფარეშოების ნაწილი საერთოდ არ ფუნქციონირებს.
    • საპირფარეშოების უფუნქციობის მიზეზად სახელდება მათი მოწყობის ადგილებში საკანალიზაციო ქსელის არ არსებობა, რაც შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვის არასწორ დაგეგმვაზე მიუთითებს.
    • იმ საპირფარეშოების კეთილმოწყობაზე, რომელიც ნაჩვენები იყო აუდიტის დასკვნაში ხელშეკრულებები გაფორმებულია ი/მ „მერაბ გულდენთან“ 2014 წლის 21 მაისს, შპს „ირკ“ თან, 2014 წლის 12 ივნისს.
  2. სიუჟეტის ავტორი მაია ლომიძე გაცნობილი იყო აუდიტის დასკვნას.
  3. ქალაქ თბილისის მერის დავით ნარმიანიას უფლებამოსილება ოფიციალურად ცნობილი იქნა 2014 წლის 02 აგვისტოს.

ქარტიის პირველი  პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

სიუჟეტს წინ უძღოდა წამყვან გიორგი გაბუნიას ტექსტი, სადაც მან აღნიშნა:  დავითნარმანიას შეუდარებელმა კოლექტივმა გადაწყვიტა, ადამიანობა გამოეჩინა და თბილისისყველაზე დატვირთულ წერტილებში საზოგადოებრივი ტუალეტები დაამონტაჟა“. როგორც უკვე აღინიშნა, [ფაქტობრივი გარემოებები 1.3 და 3] სიუჟეტში ნაჩვენები საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო დავით ნარმანიას უფლებამოსილების ცნობამდე, შესაბამისად ინფორმაცია, რომ „დავით ნარმანიას შეუდარებელმა კოლექტივმა გადაწყვიტა“ არ შეესაბამება სიმართლეს და ამით ირღვევა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად: ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდიმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არუნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები დაინფორმაცია. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ადგილი ჰქონდა იმ ფაქტის მიჩქმალვას, რომლის თანახმად გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის შესახებ, მიღებული იყო   ქ. თბილისის წინა მთავრობის მიერ.

თავად მაია ლომიძემ დაადასტურა, რომ  იგი იცნობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას და შესაბამისად მისთვის ცნობილი იყო, რომ ხელშეკრულებები გაფორმდა ქ. თბილისის წინა მთავრობის მიერ. სიუჟეტში აქცენტირებულია რომ ისე შეირჩა და დაპროექტდა რიგი საზოგადოებრივი საპირფარეშო, რომ შესაბამის ადგილზე კანალიზაციის ქსელი არ არსებობდა და შესაბამისად საპირფარეშოს გამოუყენებელს ხდიდა. კანალიზაციის ქსელის არ არსებობასთან დაკავშირებით ბრალდების ადრესატი ქ. თბილისის მერია იყო, იქმნებოდა ასოციაცია, რომ დღეს მოქმედმა თბილისის მთავრობამ ისე შეარჩია ადგილები საპირფარეშოების მოსაწყობად, რომ არ გაითვალისწინა საკანალიზაციო ქსელის არსებობა/არ არსებობის ფაქტი. შესაბამისად იმ ფაქტის მიჩქმალვა, რომ პრობლემურ ლოკაციებზე საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა გადაწყდა და დაიგეგმა ქ. თბილისის წინა მთავრობის მიერ, წარმოადგენს ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერდისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერიპირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალურიორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნულიან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. განმცხადებელი მე-7 პრინციპის დარღვევად მიიჩნევდა წამყვან გიორგი გაბუნიას ტექსტს, როცა სიუჟეტის შემდეგ იგი აღნიშნავს:  ალბათ დავით ნარმანიას დაავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერადაირჩიეს და ისევ სადმე სოფელში ჰგონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზეაშენებენ კანალიზაციის გარეშე.“ ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ  წამყვანის ტექსტი არის დისკრიმინაცია  გეოგრაფიული წარმომავლობის ნიშნით. დავით ნარმანიას წარმომავლობასა და უკანალიზაციო საპირფარეშოების პრობლემის ერთმანეთთან დაკავშირება ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს, რომ თითქოს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მცხოვრები პირებისთვის მისაღები და დამაკმაყოფილებელია ის რაც არ შეეფერება ქვეყნის დედაქალაქს. ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის უფლება აქვს ყველა პირს, მიუხედავად მისი საცხოვრებელი ადგილისა. ის გარემოება, რომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული თუ ეკონომიკური მიზეზების  გამო კონკრეტული პირები ვერ ახერხებენ ღირსეული და სასურველი საცხოვრებელი პირობების შექმნას, არ ნიშნავს, რომ მათთვის მიღებულია საყოფაცხოვრებო პირობების დაბალი სტანდარტი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულადუნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ გიორგი გაბუნიამ განზრახ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. საბჭო მიიჩნევს, რომ განზრახვას არ ჰქონია ადგილი. აღსანიშნავია, რომ თავად გიორგი გაბუნია არ იყო სიუჟეტის ავტორი და ლოგიკურად დასაშვებია, არ სცოდნოდა, რომ საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო დავით ნარმანიას უფლებამოსილების ცნობამდე. საბჭო მიიჩნევს, რომ არასწორი ფაქტი გავრცელდა გიორგი გაბუნიას მიერ სიუჟეტის სუბიექტური შეფასების/ინტერპრეტაციის და ფაქტების გადაუმოწმებლობის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. გიორგი გაბუნიამ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი.
  2. მაია ლომიძემ დაარღვია ქარტიის მე-3 პრინციპი.
  3. გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.

საქმის მასალები: