კოალიციის განცხადება TV აჭარის დირექტორის კონკურსის შესახებ
20.10.2016

კატეგორია : განცხადებები;

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ყურადღებით აკვირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კონკურსს.

კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს, თავის დროზეც მიეწოდეს შენიშვნები და რეკომენდაციები დირექტორის არჩევის წესთან დაკავშირებით, თუმცა საბჭომ რეკომენდაციები, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა.

მრჩეველთა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი უნდა წარმართოს გამჭვირვალედ და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მეურვეთა და დირექტორის შესარჩევი კონკურსის აქამდე აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად. მნიშვენლოვანია, როგორც კანდიდატების მონაცემების (დოკუმენტაციის) გამჭვრივალობის, ისე გასაუბრებების პროცესის ღიაობის (ღია ეთერით) უზრუნველყოფა.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.