კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
25.09.2016

კატეგორია : განცხადებები;
გავრცელებული ინფორმაციით 23 სექტემბერს წნორში თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ჟურნალისტს გელა მთივლიშვილს გამგებლის წარმომადგენელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თამაზ მათეშვილმა ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელი შეუშალა, უცენზურო სიტყვებით მიმართა და სახეში დაარტყა. ჟურნალისტმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც წარადგინა. პოლიციაში გელა მთივლიშვილს განუმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
აღსანიშნავია, რომ, თამაზ მათეშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და ბოდიში მოუხადა ჟურნალისტსა და საზოგადოებას. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ჩარევის ფაქტი არ დარჩეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასებისა და რეაგირების გარეშე, რისთვისაც აუცილებელია დაწყებული გამოძიება წარიმართოს სწრაფად, სრულყოფილად და ობიექტურად. ასევე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გაატაროს ყველა პრეცენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლებისაგან.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.