GPB -ს გადაწყვეტილება ეგზიტპოლზე მიუღებელია
08.09.2016

კატეგორია : განცხადებები;
კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კერძო ტელეკომპანიებთან "იმედი", "მაესტრო" და GDS ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას, რომელიც სამეურვეო საბჭომ მიიღო. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგი ადასტურებს, რომ ქართული ტელეარხები კვლავაც პოლარიზებულია და მათი სარედაქციო პოლიტიკა სხვადასხვა პოლიტიკურ სიმპათიას ასახავს. მეორეს მხრივ, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენისაგან თავისუფალი უნდა იყოს. ეს თავისუფლება უნდა დასტურდებოდეს ნებისმიერი გადაწყვეტილებით, რომელიც საჯარო ფინანსების ხარჯვას ეხება. ჩვენ ქვეყანაში ეგზიტპოლი არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური მანიპულაციის იარაღი. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" მიიჩნევს, რომ კერძო ტელეკომპანიებთან ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარება უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ მაყურებლის ნდობაზე და გააღრმავებს კითხვებს მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობის შესახებ. კოალიცია თვლის, რომ საჯარო ფინანსები არ უნდა იხარჯებოდეს არხისთვის ზიანის მომტან ქმედებებზე. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება და მაუწყებლის ყველა რესურსი მიმართოს მიმდინარე პროცესების სრულყოფილად, დროულად და მიუკერძოებლად გასაშუქებლად.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.