გუშინ, 2013 წლის 13 თებერვალს, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის
ქარტიის ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე: “უწყობს თუ არა ხელს მედია
სექსუალური უმცირესოებების მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების
ჩამოყალიბებას?” დისკუსიას უძღვებოდნენ ქარტიის საბჭოს წევრები ზვიად
ქორიძე და ირაკლი აბსანძე. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა.
გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს
საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით,
მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც
მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული
სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის
წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.