თეა ზიბზიბაძე - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი
28.03.2017
საინფორმაციო სააგენტო “ქუთაისიპოსტის” (www.kutaisipost.ge) დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი

თეა ზიბზიბაძე ასევე არის „თავისუფალ ჟურნალისტთა ცენტრის“ თავმჯდომარე. მან ჟურნალისტური კარიერა დაიწყო 2004 წელს გაზეთ “ახალი გაზეთში” ჯერ ჟურნალისტად, შემდეგ კი რედაქტორად. სხვადასხვა დროს მუშაობდა რადიო “ივერიონის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელად, “ნიუპრესის” ვებ-რედაქტორად, რეგიონული მედიის ქსელის ჟურნალისტად.

მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და რესპუბლიკურ სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებში მედიის სფეროში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად თეა ზიბზიბაძე 2016 წლის 26 დეკემბერს აირჩიეს.