მაია მამულაშვილი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი
28.03.2017
გაზეთ „კახეთის ხმის“ დამფუძნებელი

მაია მამულაშვილი ასევე არის  არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ დამფუძნებელი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მედიამ მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი კი მიიღო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA)

ჟურნალისტური კარიერა 1996 წლიდან დაიწყო. მუშაობდა ცენტრალური და ადგილობრივი მედიის ჟურნალისტად. 2002 წლიდან საკუთარ მედია კომპანიას ხელმძღვანელობს. 2013 წლიდან არის საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დამფუძნებელი და ხელმომწერი მისი დაარსების დღიდან.

საბჭოს წევრად არჩეულია 2015 წლის 20 დეკემბერს.