გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი
28.03.2017
საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი

გელა მთივლიშვილი 2010 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორად, რომელიც აერთიანებს ახალი ამბების სააგენტო "რეგინფოს", ინტერნეტგამოცემა "მთის ამბებს", კახეთის საინფორმაციო ცენტრს და პანკისის სათემო რადიოს. მანამდე, 2005 წლიდან მუშაობდა ადამიანის უფლებათა ცენტრში. 2011-2013 წლებში იყო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი. არის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი. მონაწილეობდა საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში ლიტვასა და აშშ-ში საგამოძიებო ჟურნალისტიკის და მედია მენეჯმენტის მიმართულებით. მიღებული აქვს ევროკავშირის, ჯოშუა ფრიდმანის, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრის და ქარტიის პრიზები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად მეორედ აირჩიეს 2017 წლის 23 დეკემბერს.