მაია მერკვილაძე - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი
28.03.2017

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე

მაია მერკვილაძე 1998 - 2015 წლებში მუშაობდა ბათუმში ბაზირებულ ტელეკომპანიაში TV 25-ში სხვადასხვა პოზიციაზე - იყო რედაქტორი, პროდიუსერი, საინფორმაციო სამსახურის უფროსი. პროექტების – „ვმართოთ ერთად“, „ჩვენ და თვითმმართველობა“, „ამბები მაღალმთიანეთიდან“ ავტორი. 2016 - 2017 წლებში იყო FactCheck-ის რეგიონული ანალიტიკოსი (აჭარა).

არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დამფუძნებელი წევრი. საბჭოს წევრად აირჩეის 2017 წლის 23 დეკემბერს.