ნინო ჯაფიაშვილი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი
28.03.2017
ჟურნალ “ინდიგოს” დამფუძნებელი

მანამდე იყო ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” რედაქტორი და მისი ვებ-გვერდის კურატორი. საერთო ჯამში მას სატელევიზიო, ბეჭდურ და ონლაინ მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ის იყო “ინტერნიუს ნეტვორკისა” და ტელეკომპანია “რუსათავი 2-ის” რეპორტიორი, წამყვანი და პროდიუსერი. არის ჟურნალ “ლიბერალის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი რედაქტორი. ასევე იყო ამ
გამოცემის ონლაინ პორტალის მთვარი რედაქტორი.

კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის სკოლაში (GIPA) ნინო ჯაფიაშვილი ასწავლის მედიაეთიკას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2015 წლის 20 დეკემბერს.