გიორგი მგელაძე - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე
28.03.2017
სტუდია „მონიტორის“ გამომძიებელი ჟურნალისტი

გიორგი მგელაძე ქარტიის საბჭოს წევრად ხელმეორედ აირჩიეს 2016 წლის დეკემბერში. ის პირველად ქარტიის საბჭოს წევრი 2012 წელს გახდა და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საბჭოსაც თავმჯდომარეობდა.

გიორგი მგელაძე საგამოძიებო ფილმებს აკეთებდა ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა „60 წუთისთვის“, მოგვიანებით კი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საგამოძიებო ჯგუფის რეპორტიორი. 2010 წლიდან კი ჟურნალისტურ გამოძიებებს სტუდია “მონიტორისთვის” ამზადებს. საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიებისთვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის ევროკავშირისა და ქარტიის პრიზები.

2016 წლის 24 დეკემბერს, მან ქარტიის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ზურიაშვილი შეცვალა.