კამილა მამედოვა - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი
15.01.2019

სათემო რადიო „მარნეულის" დირექტორი

კამილა მამედოვა 2007 წლიდან სათემო რადიო „მარნეულის“ დამფუძნებელია. 2009-2010 წლებში იყო რადიო „ჯიპას“ „მრავალფეროვანი საქარველოს“ გადაცემის ჟურნალისტი.  2010-2012 წლებში კი - რუსულენოვანი ტელეკომპანია „პიკის“ გადაცემა „ტეკტონიკის“ ჟურნალისტი და გადაცემა „ პორტრეტი ალა დუდუაევასთან ერთად“ პროდიუსერი. 2015 წლიდან არის რადიო „მარნეულის“ არა ერთი გადაცემის იდეის ავტორი. 

კამილა აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მედია მენეჯმენტის ფაკულტეტის მაგისტრის ხარისხი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2018 წლის 22  დეკემბერს.