მანანა ქველიაშვილი - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი

გამოცემა „ბათუმელების“ მულტიმედია რეპორტიორი.

დამთავრებული აქვს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

აქვს ბეჭდურ და ონლაინ მედიაში მუშაობის 16 წლიანი გამოცდილება.  სხვადასხვა დროს იყო გაზეთ „ახალი გაზეთის“ და მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის რეპორტიორი. 2012 წლიდან მუშაობს ინტერნეტ-გამოცემებში „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“.

როგორც მედია-აქტივისტი 2020 წელს გახდა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ ჩატარებული კონკურსის „ადამიანის უფლებათა ტიტა 2020“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2021 წლის 18 დეკემბერს ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე.