ნანა ბიგანიშვილი - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე
17.01.2019

საგამოძიებო “სტუდია მონიტორის” რედაქტორი

2003 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია “რუსთავი 2- ის" გადაცემა “60 წუთში” ჟურნალისტად.  2007 წელიდან კი არის  “სტუდია მონიტორის “  ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

საგამოძიებო ჟურნალისტიკაში საუკეთესო საგამოძიებო ფილმისთვის მიღებული აქვს ჯიპა -ფრიდმანის პრიზი  2012 და 2015 წლებში. ასევე ევროკავშირის პრიზი საგამოძიებო ჟურნალისტიკაში -2014 წელს.

მიღებული აქვს სოციალური ფსიქოლოგის მაგისტრის ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრად აირჩიეს 2018 წლის 22 დეკემბერს. ამავე დღეს ის საბჭოს თავმჯდომარე გახდა.