ქარტიამ და UNICEF-მა ჟურნალისტებთან დისკუსია გამართეს
27.05.2016

კატეგორია : ღონისძიებები;
27 მაისს ფრონტლაინ კლუბში" საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და  გაეროს ბავშვთა ფონდმა გამართეს დისკუსია  "მძიმე დაავადების მქონე და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება - ქველმოქმედება თუ ჟურნალისტიკა". 

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და მსჯელეს თუ რა აქცენტები უნდა დაისვას იმ ბავშვების შესახებ მომზადებულ ჟურნალისტურ მასალებში, რომლებიც ფინანსების არქონის გამო მკურნალობას ვერ ახერხებენ. როგორ უნდა გადაიჭრას ჟურნალისტების დილემა- გააშუქონ თუ არა ასეთი ფაქტები კონკრეტული ბავშვის დახმარების მიზნით.

ჟურნალისტები თანხმდებიან, რომ ამგვარი თემების გაშუქების ფოკუსი პრობლემაზე უნდა იყოს - სახელმწიფოს რომელი სტრუქტურა ვერ მუშაობს, რატომ ხდება საჭირო მოქალაქეთა ფინანსური დახმარება ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად, თუმცა ამგვარ თემებს მყისიერი შედეგი არ მოაქვს მაშინ, როდესაც დახმარების თხოვნის და ბავშვისთვის ფულის გადასარიცხად საბანკო ანგარიშის გამოცხადების შემდეგ შესაძლებელია გარკვეული თანხა მოგროვდეს, რაც მას დაეხმარება მკურნალობაში. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს როგორ არის შესაძლებელი ამ დილემის გადაჭრა. გარდა ამისა, განიხილეს როდის არის სწორი ბავშვის იდენტიფიცირება და როდის - არა. როგორც მაია ქურციკიძემ, UNICEF-ის საქართველოს ოფისის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა დისკუსიისას აღნიშნა, ბოლო პერიოდში ბავშვებს ხშირად უმიზეზოდ ფარავენ და პირიქით, მათ სტიგმატიზაციას უწყობენ ხელს.

დისკუსიის შემდეგ მომზადდება სახელმძღვანელო წესები, რომელიც ჟურნალისტებს დაეხმარება დაავადების მქონე და მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ბავშვების საკითხების ეთიკურად გაშუქებაში.ამავე დოკუმენტში მიმოხილული იქნება საერთაშორისო პრაქტიკაც. დისკუსია ნაწილია იმ პროექტისა, რომელსაც ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივად ახორციელებენ - " ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქება მედიაში"
შემოგვიერთდით Facebook-ზე
გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.