ქარტიის საბჭო "პალიტრა TV-ს- წინააღმდეგ განცხადებას აღარ განიხილავს
29.04.2015
მედიის განვითარების ფონდმა, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა და ჟურნალმა "17 მაისი" უკან გაითხოვეს განცხადება "პალიტრა TV-ს" რედაქტორის წინააღმდეგ.

ქარტიის საბჭოს განმცხადებლებმა ერთობლივი განცხადებით მიმართეს და მიიჩნევდნენ, რომ  "ევრაზიული ინსტიტუტის" წარმომადგენლის, არჩილ ჭყოიძის გამონათქვამები "პალიტრა TV-ის" ვებპორტალზე  განთავსებით, დაირღვა  ქარტიის მე_7 პრინციპი, რომლის თანახმად "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირისდისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად". განცხადების მოპასუხე მხარისათვის გადაგზავნის შემდეგ, რედაქციამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სადავაო მასალა ვებპორტალიდან აეღო და ამ დროისთვის არჩილ ჭყოიძის განცხადება აღარ არის განთავსებული  palitratv.ge _ზე. აღნიშნული ფაქტის საფუძველზე განმცხადებლებმა უკან გაითხოვეს საკუთარი განცხადება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-7 პრინციპის შესაძლო დარღვევაზე.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.