ქარტიისა და UNICEF -ის კონკურსი მედიასაშუალებებისთვის
18.05.2017
ბავშვთა საკითხების ეთიკური გაშუქების შესახებ მიმდინარე პროექტის ფარგლებში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) აცხადებს კონკურსს მედიასაშუალებებისთვის. შერჩეულ რედაქციებში ჩატარდება პრაქტიკული სემინარი ბავშვთა საკითხების გაშუქების შესახებ.

ქარტიის ტრენერები – ნინო ჯაფიაშვილი და ზვიად ქორიძე შემოქმედებით გუნდთან ოთხი დღის განმავლობაში იმუშავებენ და დაეხმარებიან მათ ბავშვებთან დაკავშირებული თემების დაგეგმვასა და მომზადებაში. მისცემენ კონკრეტულ რჩევებს და რეკომენდაციებს, შეეცდებიან დაანახონ, თუ როგორ შეიძლება თემის სიღრმისეული გაშუქება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ტიპის მედიასაშუალებას.

მსურველებმა 2017 წლის 31 მაისამდე გამოგზავნეთ განაცხადი, სადაც მიუთითებთ თუ რამდენად ხშირად აშუქებთ ბავშვთა საკითხებს, რა პრობლემებს აწყდებით ამ თემაზე მუშაობისას და რა პრობლემების ან ხარვეზების გასწორებაში გსურთ ტრენერის დახმარება.

სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე – ethicscharter@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ „კონკურსი – ბავშვთა საკითხები“.

განაცხადების განხილვის შემდეგ შეირჩევა როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონის ჯამში 4 მედიასაშუალება. სემინარის თარიღი ჩაინიშნება რედაქციასთან შეთანხმებით.

მსგავსი სემინარი 2016 წელს უკვე ჩატარდა შემდეგ რედაქციებში: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის საინფორმაციო გადაცემა, “რუსთავი 2-ის” დილის გადაცემა “დილა მშვიდობისა, საქართველო”, “იმედის” “დღის შოუ” და ონლაინ გამოცემა “ქუთაისიპოსტი”

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.