31 მაისს ქარტიის სხდომა გაიმართება
29.05.2017

კატეგორია : ანონსი;
ოთხშაბათს, 31 მაისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 საქმეს განიხილავს:

19:00 საათი – პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ – ლევან ჯავახიშვილის და ბელა ზაქაიძის წინააღმდეგ

სადავო სიუჟეტი “რაისიანების საქმე” 11 აპრილს გავიდა “იმედის” ეთერში და ეხებოდა “თავისუფალი საქართველოს” წევრის შვილის დაკავებას და პარტიის ბრიფინგს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ როგორც წამყვანის, ლევან ჯავახიშვილის, ისე სიუჟეტის ავტორის, ბელა ზაქაიძის მიერ გადაცემული ინფორმაცია იყო არაზუსტი. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის რამდენიმე პრინციპი – პირველი (სიზუსტე), მე-3 (ფაქტის მიჩქმალვა), მე-5 (შესწორება), მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება)

20:00 საათი – WISG – ქეთი ფარცხალაძის და ნანა ლეჟავას წინააღმდეგ


იმედის” გადაცემა “ქრონიკაში” 20 მარტს გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა). სადავო სიუჟეტი “მორიგი თავდასხმა ტრანსგენდერებზე’’ ეხება ტრანსგენდერი ქალებზე თავდასხმას. განცხადების თანახმად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიტყვა “ტრანსგენდერის” არსებით სახელად გამოყენებით დაირღვა ქარტიის პრინციპები, ვინაიდან სწორია “ტრანსგენდერი ქალი”, “ტრანსგენდერი კაცი” და არა “ტრანსგენდერები ამბობენ”, “ტრანსგენდერის განცხადება შევიდა”, როგორც ეს სიუჟეტში ისმოდა.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.