ნანა ლეჟავას და ქეთი ფარცხალაძის წინააღმდეგ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) განცხადება მედიაციით დასრულდა
02.06.2017
ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა WISG-მ, რომელიც თვლიდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ გასული სიუჟეტით „მორიგი თავდასხმა ტრანსგენდერებზე“ დაირღვა ქარტიის მე-7 (დისკრიმინაცია) და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) პრინციპები, გადაცემა ეხება ტრანსგენდერ ქალებზე თავდასხმას.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ სიტყვა „ტრანსგენდერის“ არსებით სახელად გამოყენებით დაირღვა ქარტიის პრინციპები, ვინაიდან სწორია „ტრანსგენდერი ქალი“, „ტრანსგენდერი კაცი“ და არა „ტრანსგენდერები ამბობენ“, „ტრანსგენდერის განცხადება შევიდა“, როგორც ეს ისმოდა სიუჟეტში.

მოპასუხის პოზიციის მიღების შემდეგ საბჭომ განმცხადებელს შესთავაზა მედიაცია, რომელსაც WISG დაეთანხმა. შესაბამისად, განცხადება საქმის წარმოების წესით მიხედვით საბჭოს მიერ განხილული არ იქნა, მედიაციის სრული ტექსტი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.