ლევან ჯავახიშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
04.06.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო გადაცემა “ქრონიკის” წამყვანმა ლევან ჯავახიშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე) დაარღვია.

განმცხადებელი, პოლიტიკური პარტია “თავისუფალი საქართველო”, სადავოდ ხდიდა სიუჟეტს “რაისიანების საქმე, რომელიც “ქრონიკის” ეთერში 11 აპრილს გავიდა. მასალა ეხებოდა “თავისუფალი საქართველოს” წევრის შვილის დაკავებას და პარტიის ბრიფინგს. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ როგორც წამყვანის, ლევან ჯავახიშვილის, ისე სიუჟეტის ავტორის, ბელა ზაქაიძის მიერ გადაცემული ინფორმაცია იყო არაზუსტი, შესაბამისად დარღვეული იყო ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭომ საქმის განხილვის შემდეგ გადაწყვიტა, რომ პირველი პრინციპი დაარღვია ლევან ჯავახისშვილმა, ბელა ზაქაიძესთან მიმართებით კი საბჭოს წევრთა ხმები გაიყო და გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად იმისათვის, რომ პრინციპის დარღვევა/არდარღვევა დადგინდეს, აუცილებელია საბჭოს წევრთა მინიმუმ 5 ხმა. განმცხადებელი ასევე დავობდა იმაზეც, რომ როგორც წამყვანმა, ისე ჟურნალისტმა მიჩქმალეს ფაქტები და დაარღვიეს მესამე პრინციპი, თუმცა საბჭოს გადაწყვეტილებით აღნიშნული სტანდარტი დარღვეული არ ყოფილა. “თავისუფალი საქართველო” ასევე ფიქრობდა, რომ ფაქტიც განზრახ იყო დამახინჯებული (მე-11 პრინციპი), რაც წამყვანს არ დაუდგინდა, ჟურნალისტთან დაკავშირებით კი საქმის განხილვის დროს მოხსნა ეს მოთხოვნა. კიდევ ერთი პრინციპი, რომელზეც განცხადებაში იყო საუბარი შეეხება მესამე პრინციპს (შესწორება), თუმცა, ეს მოთხოვნაც განმცხადებელმა მოხსნა საქმის განხილვის პროცესში.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.