30 ივნისს ქარტიის საბჭო ორ საქმეს განიხილავს
29.06.2017

კატეგორია : ანონსი;

პარასკევს, 30 ივნისს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 საქმეს განიხილავს:

19:00 საათი MDF  მარი ჩიტაიას წინააღმდეგ

 

მედიის განვითარების ფონდის (MDF) განცხადების თანახმად, 17 მაისს, გაზეთ „რეზონანსის“ ბეჭდურ გამოცემასა და ონლაინ პლატფორმაზე გამოქვეყნდა სტატია „ქართულ მიწებს არაბები, ინდოელები ირანელები და თურქები ინაწილებენ“ (ავტორი მარი ჩიტაია). MDF მიიჩნევს, რომ მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (ფაქტების მიჩქმალვა) და მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპები.

 

20:00 საათი– PHR ნინი ობგაიძის წინააღმდეგ

ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) განცხადებაში უთითებს, რომ  გადაცემა “ბავშვების დრო” Facebook-ის მეშვეობით გავრცელდა და ეძღვნებოდა “ბავშვთა ონანიზმის” თემას. განმცხადების თანახმად, გადაცემის მსვლელობისას გაუშვეს ვიდეო “კადრში ჩანს ბავშვის გარკვეული ქცევა, რომელიც წამყვანის გადმოცემით არის ონანიზმი”.

PHR მიიჩნევს, რომ “ჟურნალისტის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვის უფლებებისა და ბავშვის პირადი ცხოვრების დარღვევის ფაქტს, არ არსებობდა ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც გაამართლებდა მისი მხრიდან აღნიშნული კადრების გამოყენებას. ამ კადრების გაშვება, გადაცემაში განხილული საკითხის ანალიზისა და წარმოჩენისთვის, საჭიროებას არ წარმოადგენდა.”

აქედან გამომდინარე განმცხადებელი ფიქრობს, რომ დარღვეულია ქარტიის მერვე (ბავშვთა უფლებები) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუებლობა) პრინციპები.

სხდომაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

შემოგვიერთდით Facebook-ზე
გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.