ნატა ტაბიძემ ქარტიის 1 და 8 პრინციპი დაარღვია
03.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, იმედის ჟურნალისტმა ნატა ტაბიძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მერვე (ბავშვის ინტერესები).

ქარტიაში განცხადება შემოიტანა “პარტნიორობამ ადამიანის უფლებებისთვის”, ის მიიჩნევდა, რომ “იმედის დილის” მიერ მომზადებული სიუჟეტით, რომელიც სკოლაში ბულინგის თემას ეძღვნებოდა, ქარტიის პრინციპები ირღვეოდა. გარდა პირველი და მერვე პრინციპისა, განმცხადებელი სადავოდ ხდიდა მესამე პრინციპსაც, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა ინფორმაცია უნდა გადასცეს იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. თუმცა განმცხადებელმა ეს პრინციპი მოხსნა საქმის განხილვისას.

საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
წინასაარჩევნო კამპანია და კენჭისყრის დღე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბავია, რომლის გაშუქებამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს არამხოლოდ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი საბოლოოდ, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოზე. სწორედ ამიტომ იზრდება მედიის პასუხისმგებლობა, რათა საარჩევნო სუბიექტები გააშუქონ მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად და სამართლიანად.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.