ირაკლი პეტრიაშვილმა სამი მედიასაშუალების წინააღმდეგ ქარტიას მიმართა
08.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დასაშვებად სცნო პროფესიული კავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია იმედისა და ჟურნალ "თბილისელების" ჟურნალისტების წინააღმდეგ. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ 25 აგვისტოსა და 29 აგვისტოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და იმედმა ცამხრივად გააშუქეს მოშიმშილეთა აქცია. ირაკლი პეტრიაშვილი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს: არათანაბარი საეთერო დრო დაეთმო ორ დაპირისპირებულ მხარეს, მათ შორის, აშკარა უპირატესობით სარგებლობდა სს. „საქართველოს რკინიგზის“ წარმომადგენლობა,რომელთაც გაცილებით მეტი დრო დაეთმო. ასევე, დიდი დრო დაეთმო საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლებს, რომლებიც აშკარად სს.„საქართველოს რკინიგზის“ პოზიციას იზიარებენ". ირაკლი პეტრიაშვილის თქმით,  მას, როგორც პროფკავშირის თავმჯდომარეს, არ მიეცა სათანადო დრო საპასუხოდ.

ჟურნალმა თბილისელებმა კი გამოაქვეყნა მასალა "ირაკლი პეტრიაშვილის პოლიტიკური ვნებანი", რაც, ირაკლი პეტრიაშვილის აზრით, შეიცავს არასწორ ფაქტებს

აქედან გამომდინარე განმხადებლი მიიჩნევს, რომ სამივე მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო), მეოთხე (ინფორმაციის მოპოვებისას კეთილსინდისირება), მეშვიდე (დისკრიმინაცია), მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

იხილეთ სადავო მასალები

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი





2. ტელეკომპანია "იმედი"



შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.