ოთარ სტეფანიშვილმა ქარტიის პირველი და მეხუთე პრინციპი დაარღვია
24.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით ონლაინ გამოცემა "მარშალპრესის" რედაქტორმა ოთარ სტეფანიშვილმა ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპი დაარღვია.

სადავო გახდა მასალა, რომელიც ვებგვერდმა 24 აგვისტოს  სახელწოდებით – “რუსთავი 2”-ის ეთერში გაპარული კადრი – ნოდარ მელაძემ ჩამქრალი ხანძრის გამო შეიგინა (ვიდეო)”მასალის თანახმად “რუსთავი 2-ის” პირდაპირ ეთერში “კურიერის” წამყვანმა ნოდარ მელაძემ დუშეთში გაჩენილი ხანძრის გაშუქებისას, ცეცხლის ჩაქრობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა”. იქვე აღნიშნულია, რომ მას ეგონა, ეთერში არ იყო და შეიგინა

ქარტიას განცხადებით მომართა ტელეკომოანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ, რომელიც აღნიშნავდა, რომ "მარშალპრესმა" დეზინფორმაცია გაავრცელა, რადგან ხმა, რომელიც ეთერში ისმის, მისი არ არის. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ასევე დარღვეული იყო ქარტიის მესამე პრინციპიც (დადასტურებული წყარო), თუმცა საბჭომ ამ მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ქარტიის საბჭოს სხდომას 24 სექტემბერს მხოლოდ ნოდარ მელაძე ესწრებოდა, ოთარ სტეფანიშვილმა საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.