სარეზოლუციო ნაწილი საქმეზე შსს "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების წინააღმდეგ
24.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტების ნოდარ მელაძის, თამარ ბაღაშვილისა და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ. სადავო მასალა ეხებოდა სამინისტროს მიერ მანქანების შესყიდვას. მასალის მიხედვით მანქანების შესაძენად გამოცხადებული ტენდერის პირობები მორგებული იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიას. 

ქარტიაში შემოტანილი განცხადების მიხედვით, შსს მიიჩნევდა, რომ  სადავო მასალაში დარღვეული იყო ქარტიის პირველი (სიზუსტე), მე-3 (მიჩქმალვა) და მე-5 (შესწორება) პრინციპები

საბჭოს განხილვას ესწრებოდა როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი ნოდარ მელაძე. საბჭომ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა სადავო მასალის იმ ნაწილში, სადაც საუბარია 2014 წელს შსს-ს მიერ შეძენილი ფორდების გაუმართაობაზე. მესამე და მეხუთე პრინციპის დარღვევა კი არ დადგინდა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

წინასაარჩევნო კამპანია და კენჭისყრის დღე ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბავია, რომლის გაშუქებამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს არამხოლოდ იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამომრჩეველი საბოლოოდ, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოზე. სწორედ ამიტომ იზრდება მედიის პასუხისმგებლობა, რათა საარჩევნო სუბიექტები გააშუქონ მიუკერძოებლად, არადისკრიმინაციულად და სამართლიანად.