"ასავალ-დასავალის" ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მეშვიდე და მერვე პრინციპი
30.09.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, "ასავალ - დასავალის" ჟურნალისტმა, დიტო ჩუბინიძემ დაარღვია ქარტიის პირველი 1(სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვის ინტერესი) პრინციპი. 

სადავო სახდა "ასავალ-დასავალის" მიერ 2017 წლის №32-ში გამოქვეყნებული სტატია “ეს მოხდა ხობის №2 ე.წ. მომავლის სკოლაში, რომელიც თავის დროზე სააკაშვილმა გახსნა“ და ამავე გაზეთის №33 გამოქვეყნებული სტატია „ხობის #2 სკოლაში ლგბტ კლიპთან დაკავშირებული სკანდალი გრძელდება“. სტატიები ეძღვნებოდა ხობის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილ ვიდეოს.

ქარტიის საბჭომ საქმე განიხილა ხობში. საქმის განხილვას ესწრებოდა ხობის N2 საჯარო სკოლის დირექტორი და მოსწავლეები. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებთ გამოქვეყნდება

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.