"ინფო რუსთავის" წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
10.10.2017
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ დასაშვებად სცნო გიორგი მგალობლიშვილის განცხადება რუსთავის საინფორმაციო პორტალის, "ინფორუსთავის" ჟურნალისტის, გიორგი ჩომახაშვილის წინააღმდეგ.

სადავო გახდა 2017 წლის 4 ოქტომბერს პორტალ „ინფო რუსთავის“ მიერ გამოქვეყნებული ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეო. განცხადების თანახმად ვიდეო ეკუთვნის ქვემო ქართლის ტელევიზიას, პირველად სწორედ მათ გამოაქვეყნეს, რადგან შემთხვევა ტელეკომპანიის გარეთ დამაგრებული ჩართვებისთვის საჭირო კამერამ დააფიქსირა,"ინფო რუსთავმა“ კი ისე დაამონტაჟა, რომ მაიდენტიფიცირებელი წარწერა ამოჭრა, თავისი ლოგო დაადო და არსად მიუთითა ინფორმაციის წყარო. "ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ,,ინფო რუსთავი" ჩვენს მასალას დაუკითხავად იღებს და ავრცელებს როგორც საკუთარს მასალას საკუთარი ლოგოს დადებით", - ნათქვამია განცხადებაში.

განმცხადებელი თვლის, რომ დაირღვა ქარტიის მეოთხე (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მე-11 (პლაგიატი) პრინციპი.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

სადავო მასალა

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.