For.ge-ზე გამოქვეყნებული მასალის გამო ქარტიას მიმართეს
20.10.2017
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო თინათინ შარაშენიძის განცხადება ონლაინ გამოცემა for.ge -ს წინააღმდეგ. სადავო გახდა 4 ოქტომბერს გამოქვეყნებული მასალა სათაურით "ვინ არის კოსტანტინე შარაშენიძე და რა თანხების გაფლანგვას ედავება მას კონტროლის პალატა?". სტატიაში ოზურგეთის მერობის კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე დადანაშაულებულია ფინანსურ მანიპულაციებსა და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში.

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ for.ge-ს მიერ მომზადებული მასალა არასწორ ფაქტებს შეიცავს, რისი დამამტკიცებელი დოკუმენტებიც არსებობს აუდიტის სამსახურისა და ექსპერტიზის დასკვნის სახით. თინათინ შარაშენიძის აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მეორე (ჟურნალისტის იძულება), მესამე (დადასტურებული წყარო), მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) და მეხუთე (შესწორება), რადგან განმცხადებლის მიმართვის მიუხედავად მასალა არ ჩასწორდა. 

საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.