2 ნოემბერს ქარტია 6 საქმეს განიხილავს
31.10.2017

კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 2 ნოემბერს გამართავს სხდომას, სადაც განიხილავს შემდეგ საქმეებს:

19:00 საათი - გიორგი მგალობლიშვილი გიორგი ჩომახაშვილის წინააღმდეგ


2017 წლის 4 ოქტომბერს პორტალ „ინფო რუსთავის“ მიერ გამოქვეყნებული ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ვიდეო. განცხადების თანახმად ვიდეო ეკუთვნის ქვემო ქართლის ტელევიზიას, პირველად სწორედ მათ გამოაქვეყნეს, რადგან შემთხვევა ტელეკომპანიის გარეთ დამაგრებული ჩართვებისთვის საჭირო კამერამ დააფიქსირა,"ინფო რუსთავმა“ კი ისე დაამონტაჟა, რომ მაიდენტიფიცირებელი წარწერა ამოჭრა, თავისი ლოგო დაადო და არსად მიუთითა ინფორმაციის წყარო. შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის მე-4 (ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერება) და მე-11 პრინციპი, რომელიც პლაგიატს კრძალავს.

20:00 საათი  - როზეტა რაფავა რუსთავი 2-ის, იმედის,  პირველი რადიოს, პალიტრანიუსისა და აქცენტის ჟურნალისტების წინააღმდეგ

სადავო გახდა ამ მედიასაშუალებების მიერ მომზადებული მასალა, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში არსებულ მოსწავლეთა ბანაკ "არტეკში" ქართველი ბავშვების მონაწილეობას ეხება. განმცხადებელი ერთ-ერთი მოსწავლის მშობელია. ის ფიქრობს რომ აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა დაარღვიეს ქარტიის მე-8 პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ბავშვის ინტერესების დაცვას ავალდებულებს.

საქმე სჯარო სხდომაზე განიხილება და  დასწრება ნებისმიერ პირს შეუძლია.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.