"ქარტიის პრიზი 2017-ის" გამარჯვებულები 23 დეკემბერს გამოვლინდებიან
22.12.2017

კატეგორია : ანონსი;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ დაწესებული ყოველწიური კონკურსის „ქარტიის პრიზის“ 2017 წლის გამარჯვებულები 23 დეკემბერს 12 საათზე ქარტიის საერთო კრებაზე გამოვლინდებიან.

პრიზები გაიცემა შემდეგ ნომინაციებში:
  • სატელევიზიო/ვიდეორეპორტაჟი
  • მულტიმედია პროექტი
  • სტატია ან ნარკვევი ბეჭდურ ან ონლაინ მედიაში
  • ჟურნალისტური გამოძიება
  • ბავშვთა საკითხები
პირველ ოთხ კატეგორიაში კონკურსი ცხადდება IREX-ის პროექტის მხარდაჭერით, ხოლო "ბავშვთა საკითხები" დაწესებულია გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ.

გარდა ქარტიის პრიზის გაცემისა, ქარტიის წევრთა საერთო კრებაზე სამი წლის ვადით აირჩევენ ქარტიის საბჭოს სამ ახალ წევრს. წელს საბჭოს ტოვებენ მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი და ჯაბა ანანიძე. საბჭოს წევრები თავის მხრივ აირჩევენ საბჭოს თავმჯდომარეს, რომელიც მომდევნო ერთი წლის განმავლობაში დაიკავებს ამ პოზიციას.

საერთო კრებაზე წლიურ ანგარიშს წარადგენს აღმასრულებელი დირექტორი, საბჭოს თავმჯდომარე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე. ქარტიის წევრები განიხილავენ ორგანიზაციის წინაშე მდგარ გამოწვევებს და იმსჯელებენ მათი გადაჭრის გზებზე.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.