ქარტიის მე-9 საერთო კრება გაიმართა
24.12.2017

კატეგორია : ღონისძიებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-9 საერთო კრება გაიმართა 23 დეკემბერს. ქარტიის წევრებმა აირჩიეს საბჭოს სამი ახალი წევრი - თბილისის კვოტით ლიკა ზაკაშვილი, რეგიონის კვოტით კი მაია მერკვილაძე და გელა მთივლიშვილი. მათ ამ პოზიციაზე ჩაანაცვლეს მაია მეცხვარიშვილი, თაზო კუპრეიშვილი და ჯაბა ანანიძე. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საბჭოს კვლავ გიორგი მგელაძე უხელმძღვანელებს.

ქარტიის წევრებმა იმსჯელეს ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. საერთო კრებას წლიური ანგარიში ჩააბარეს აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილიმა, საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი მგელაძემ და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ირმა ზოიძემ.


შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.