"ქრონიკის" წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს
04.01.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო თორნიკე პეტრემღვდლიშვილის განცხადება ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტის, სოფო ბერიძის წინააღმდეგ. სადავო მასალა 25 დეკემბერს გავიდა ეთერში და საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლისთავს ეძღვნებოდა. 

განცხადების თანახმად, ჟურნალიტმა სოფო ბერიძემ აღნიშნა, რომ საზეიმო წირვას არ ესწრებოდა მიტროპოლიტი დიმიტრი, "რითაც ირბად თუ პირდაპირ, საზოგადოებას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მეუფე დიმიტირი დაპირისპირების გამო არ ესწრებოდა საზეიმო წირვას". განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ვინაიდან რეალურად მიტროპოლიტი დიმიტრი ესწრებოდა წირვას, რის დასტურადაც მოჰყავს "ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის" სახელით ფეისბუქზე შექმნილი გვერდის განცხადება, სადაც მითითებულია, რომ მიტროპოლიტი დიმიტრის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და ის თანამსახურებდა სინოდის სხვა წევრებთან ერთად. განმცხადებელი ასევე აღნიშნავს, რომ "საზეიმი წირვა გადაეცემოდა პირველი არხის პირდაპირ ეთერში, სადაც რამდენჯერმე ჩანს მეუფე დიმიტრი".

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.