"მოამბის" სიუჟეტის გამო ქარტიას მიმართეს
11.01.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მოქალაქე მარიამ გელაშვილის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, სოფო ზედელაშვილის წინააღმდეგ. სადავო მასალა 6 იანვარს გავიდა "მოამბის" ეთერში და ეხებოდა ნიკო ნიკოლაძის საცხოვრებელ სახლს, რომელსაც მასალის თანახმად, "დღეს მუზეუმის სტატუსიც კი არ აქვს მინიჭებული. შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებმა კი, შესაძლოა, ისტორიული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი მთლიანად დააზიანოს."

განმცხადებელი მარიამ გელაშვილი მიიჩნევს, რომ  ჟურნალისტმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.  "სიუჟეტი იყო დაუბალანსებელი, დაეყრდნო ერთპირონულად მხოლოდ ერთი პირის ინტერვიუს, არ იყო წარმოდგენილი მეორე მხარის პოზიცია, არც მეზობლებთან გადაამოწმა, არც მერიასთან და ამასთან არ გაეცნო დეტალურად საქმის არსს."

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.

სადავო მასალა

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.