ტარიელ ბაშარულის შესახებ მასალის გამო "თბილისელების" წინააღმდეგ ქარტიას მიმართეს
01.02.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მარგალიტა ბაშარულის განცხადება ჟურნალ "თბილისელებში" გამოქვეყნებული სტატიის ავტორის, ქეთი კაპანაძის წინააღმდეგ. სადავო სტატია გამოქვეყნდა 22 - 28 იანვრის ნომერში სათაურით "ვინ მოუკლა მამა და გაუუპატიურა და მარეკ დუდაევს და მოკლეს თუ არა ის შურისძიების მიზნით". მასალაში მარეკ დუდაევის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად დასახელებულია კონფლიქტი ტარიელ ბაშარულთან, რომელიც მასალის მიხედვით "მსხვილი კონტრაბანდისტია".

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ სტატიაში ნახსენები "ვერსიები ტარიელ ბაშარულზე არის არასწორი, სრულიად ცილისმწალებლური და გადაუმოწმებელი, ვინაიდან ტარიელ ბაშარულს ისევე როგორც უამრავ ადამიანს ახლგორში აქვს საკუთარი ბიზნესი, რომელიც შემოიფარგლება მაღაზიის მომარაგებით და ხილ-ბოსტნეულის გადაზიდვით და არანაირი კავიშირი არ აქვს არც კონტრაბანდასთან და არც მარეკ დუდაევთან". 

შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე).

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.