კოალიციის მიმართვა პარლამენტს და მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს
05.02.2018

კატეგორია : განცხადებები;
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, მოახდინონ რეაგირება და ღიად დააფიქსირონ პოზიცია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, გიორგი იაკობაშვილის საჯარო განცხადებაზე,

გიორგი იაკობაშვილი, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვე, ადგენს მაუწყებლის პრიორიტეტებს, განსაზღვრავს განვითარების სტრატეგიას და აკონტროლებს მენეჯმენტს. ამ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა ის 2017 წელს 84 ხმით აირჩია, რაც დეპუტატებსაც შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს. საბჭოს წევრის ხელფასი არჩევის დღიდან სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ არის დაფინანსებული.

გიორგი იაკობაშვილი სისტემატიურად აკეთებს არაეთიკურ, შეურაცხმყოფელ, უხამს განცხადებებს. ბოლო ასეთი განცხადება მან 3 თებერვალს გამოაქვეყნა, სადაც მან უხამსად მოიხსენია თვითრეგულირების დამოუკიდებელი ორგანო, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც 318 ჟურნალისტს აერთიანებს, მისი წევრი რეგიონული ჟურნალისტები, ზოგადად არასამთავრობო ორგანიზაციები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას, შესაბამისად სამეურვეო საბჭოს განცხადება აზიანებს არამხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის იმიჯს, არამედ უპატივცემულობას იჩენს პროფესიული სტანდარტების მიმართ.

დაუშვებელია, პარლამენტმა და სამეურვეო საბჭომ რეაგირების გარეშე დატოვოს გიორგი იაკობაშვილის განცხადებები, ვინაიდან ის, როგორც მეურვე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი ღირებულებების და იმიჯის მატარებელი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.