"პრაიმ ტაიმის" ჟურნალისტის წინააღმდეგ განცხადება სამდივნომ დასაშვებად სცნო
08.02.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად ნიკოლოზ ჩხარტიშვილის განცხადება "პრაიმ ტაიმის" ჟურნალისტის მიხეილ ჯანგიშერაშვილის წინააღმდეგ. სადავო მასალა გამოცემის ვებსაიტზე 5 თებერვალს გამოქვეყნდა სათაურით "სკანდალური ფაქტი თბილისის სკოლაში - სახელმძღვანელო, სადაც აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია".

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან გაავრცელა არაზუსტი ინფორმაცია.  "წიგნში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის ნაწილებად მოხსენიებული არ არიან. გარდა ამისა, ჟურნალისტმა მშობლის კომენტარი წიგნზე ფაქტად წარმოაჩინა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.