1 აპრილს ქარტიის საბჭო ირაკლი პეტრიაშვილის, ნინო ზაუტაშვილისა და ანა გაბელაიას განცხადებებს განიხილავს
26.03.2018

კატეგორია : ანონსი;
კვირას, 1 აპრილს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 4 საქმეს განიხილავს:

12:00 საათი - ირაკლი პეტრიაშვილი ლევან ჯავახიშვილის, თამარ ჩიხლაძის და ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ

ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკის" ეთრში გასული სადავო ორი მასალა ეხებოდა რკინიგზის დეპარტამენთან გამართულ აქციას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დიდი დრო დაეთმო "საქართველოს რიკინიგზის" წარმომადგენლებს და ირაკლი პეტრიაშვილისთვის, როგორც პროფკავშირების ხელმძღვანელისთვის ბრალდებებზე პასუხისთვის სათანადო დრო არ მიუციათ.

13:00 საათი - ირაკლი პეტრიაშვილი ნინი კანდელაკის წინააღმდეგ

ჟურნალ "თბილისელებში" გამოქვეყნდა მასალა სახელწოდებით "ირაკლი პეტრიაშვილის პოლიტიკური ვნებანი". მასალაში საუბარია პროფკავშირების ხელმძღვანელის, ირაკლი პეტრიაშვილთან დაკავშირებულ გარკვეულ "სკანდალურ" ფაქტებზე, რაც განმცხადებლის მტკიცებით, სიცრუეა.

14:00 საათი - ნინო ზაუტაშვილი ნინო ლაბარტყავას წინააღმდეგ

სადავო მასალა ალიამ გამოაქვეყნა სათაურით - “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე აქციის დასრულების შემდეგ „ალიასთან“ ჟურნალისტ ნინო ზაუტაშვილს ამხელს. მასალაში ანდრო ბრეგაძე ნინო ზაუტაშვილს ზვიად გამსახურდიას მომხრეთა წამებაში ბრალს სდებს. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ბრალდებები დაუსაბუთბელია და მასალა ეთიკის პრინციპებს არღვევს.

16:00 საათი - ანა გაბელია მართა ლაბაძის, Reportiori.ge, kvira.ge, digest.pia.ge - ის წინააღმდეგ

მედიასაშუალებებმა for.ge, reportiori.ge, digest.pia.ge, kvira.ge გიორგი გიორგანაშვილის ("ბახალა") საქმეზე მოამზადეს  მასალა, რომლის თანახმადაც მათ მოიპოვეს დოკუმენტი, სადაც "ბახალა" აღიარებს 45 აბი სუბოტექსის ქონას. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სტატიებით აუდიტორია გამიზნულად "მოატყუეს", მიაწოდეს ოქმი, რომელიც მხარეების დავის საგანია შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის რამდენიმე პრინციპი - პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა), მეხუთე (შესწორება) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება).

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.