"იმედის კვირაში" მარიხუანის შესახებ მომზადებული სიუჟეტის გამო ქარტიას მიმართეს
27.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო გიორგი ყიფიანის განცხადება ტელეკომპანია „იმედი-ს” ჟურნალისტის, ქეთი ბრაჭულის წინააღმდეგ.სადავო გახდა 11 თებერვალს, გადაცემა „იმედის კვირაში“  გასული სიუჟეტი, რომელიც სვანეთში მრავალი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზნისთვის მარიხუანის გამოყენებას ეხებოდა.
განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მაუწყებელმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ამასთან ფაქტები სრულად არ წარმოაჩინა. გიორგი ყიფიანის განცხადებით, ინფორმაციის შესწორების მოთხოვნით მიმართეს ტელეკომპანია "იმედს", თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის შემდეგი პრინციპები:პირველი (სიზუსტე), მესამე (მიჩქმალვა) და მეხუთე (შესწორება).

ქარტიის საბჭოს განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.