ქარტიამ PHR-ის განცხადება მიიღო "იმედის" წინააღმდეგ
27.03.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ განცხადება ტელეკომპანია „იმედის" წინააღმდეგ.

სადავო მასალა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, 23 თებერვალს საინფორმაციო გამოშვებაში „ქრონიკა“ გავიდა. სიუჟეტი ეხებოდა პარტნიორის მიერ ქალის მკვლელობას. განმცხადებელის თქმით, სიუჟეტში "ჟურნალისტი უღრმავდება ქალის მკვლელობის მიზეზს და ავრცელებს ბრალდებულის ადვოკატის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ცალსახად შეიცავს მსხვერპლის პირადი ცხოვრების დეტალებს". შესაბამისად, PHR-ი მიიჩნევს, რომ დაირღვა  ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეათე პრინციპი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა).

ქარტიის საბჭოს განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.