სოც. მომსახურების სააგენტო "ასავალ- დასავალს" ქარტიის რამდენიმე პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებს
02.04.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადება "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის წინააღმდეგ.

სადავო მასალა 26 მარტს გამოქვეყნდა სათუარით - "ღია წერილის პროლოგი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს". მასალაში საუბარია სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებზე, მათ შორის მარი წერეთელზე და მითითებულია, რომ ის "სააკაშვილის რეჟიმის მძლავრობის დროს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ადამიანის მკვლელობაში მხილებული ირაკლი გიორგობიანის (გლობუსა) თანაშემწედ და ასისტენტად თუ ეფროსინედ მუშაობდა".

განმცხადებლის თქმით, "სტატიაში მოხსენიებული ინფორმაცია მარი წერეთლის სამუშაო გამოცდილების შესახებ არის ტყუილი,არ არის გადამოწმებული ჟურნალისტის მიერ და მსგავს დეზინფორმაციას საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.ასევე მიზანმიმართულად არის დამახინჯებული პირადი თუ საზოგადოებრივი მოღვაწეობის ფაქტები იმ პირებისა,რომლებიც მოხსენიებულნი არიან ზემოაღნიშნულ სატატიაში". შესაბამისად, განმცხადებლის აზრით, დარღვეულია ქარტიის რამდენიმე პრინციპი: პირველი (სიზუსტე), მესამე (დაუდასტურებელი წყარო), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და 11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება).



შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.