მეშახტეების ახლობლების გლოვის კადრების ჩვენების გამო ქარტიას მიმართეს
10.04.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო სალომე ბელქანიას განცხადება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. სადავო მასალა 5 აპრილს გავიდა საინფორმაციო გამოშვება "კურიერში" - "რატომ ხოცავთ ხალხს," - ტყიბულში გარდაცვლილი მეშახტის და დიმიტრი ქუმსიშვილს მიმართავს". მასალა ეხებოდა მეშახტეების დაღუპვას და ნაჩვენები იყო გარდაცვლილთა ახლობლები პირადი ტრაგედიის დროს. 

განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მეათე პრინციპი (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა), ვინაიდან მასალა ე "მთავარი აქცენტის გადატანას და მისგან გარკვეულწილად, შოუს დადგმას და რეიტინგზე ზრუნვას ემსახურება". 

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.