"პირველი არხის" ჟურნალისტმა, სოფო ზედელაშვილმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
14.04.2018

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხლა მარიამ გელაშვილის განცხადება "პირველი არხის" ჟურნალისტის სოფო ზედელაშვილის წინააღმდეგ.

სადავო მასალა 6 იანვარს გავიდა პირველის არხის გადაცემა "მოამბის" ეთერში. მასალის თანახმად, ნიკო ნიკოლაძის საცხოვრებელ სახლს, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ზიანს აყენებს. განმცხადებელი მარიამ გელაშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპაუსხე ჟურნალისტმა საკუთარი პოზიცია წერილობით წარმოადგინა. საბჭომ მსჯელობის შემდეგ მიიჩნია, რომ დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.