"თბილისელების" ჟურნალისტმა ქეთი კაპანაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია
14.04.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ განიხილა მარგალიტა ბაშარულის განცხადება ჟურნალ "თბილისელების" ჟურნალისტის, ქეთი კაპანაძის წინააღმდეგ.

სადავო სტატია გამოქვეყნდა 22 - 28 იანვრის ნომერში სათაურით "ვინ მოუკლა მამა და გაუუპატიურა და მარეკ დუდაევს და მოკლეს თუ არა ის შურისძიების მიზნით". მასალაში მარეკ დუდაევის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად დასახელებულია კონფლიქტი ტარიელ ბაშარულთან, რომელიც მასალის მიხედვით "მსხვილი კონტრაბანდისტია". განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ სტატიაში ტარიელ ბაშარულთან დაკავშირებული ფაქტები არასწორი და გადაუმოწმებელია.

საბჭოს სხდომას დაესწრნენ განმცხადებელი, მისი წარმომადგენლები. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.