მარიამ გაფრინდაშვილმა ქარტიის მერვე პრინციპი დაარღვია
14.04.2018
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა ქარტიის მერვე პრინციპი დაარღვია, რომელის მიხედვითაც "ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება."

სადავო სიუჟეტი "რუსთავი 2-ის" გადაცემა "შაბათის კურიერის" ეთერში გავიდა და ეხებოდა 15 წლის გოგოს, რომელიც პედაგოგს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს. განმცხადებელი "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) მიიჩნევდა, რომ გარკვეული დეტალების ჩვენებით ადვილად შესაძლებელი გახდა არასრულწლოვნის ამოცნობა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა. 

საქმის განხილვას ესწრებოდა მხოლოდ განმცხადებელი. საბჭომ მსჯელობის შემდეგ მერვე პრინციპის დარღვევა დაადგინა.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.
შემოგვიერთდით Facebook-ზე
ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

გენდერი სქესის სოციალური მახასიათებელია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულ ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და კაცს შორის.